ვასაძე: გარყვნილი იდეოლოგიის შედეგად, ქართველი დედები ყოველდღე საკუთარ საშოში 100-ზე მეტ ბავშვს კლავენ

გარყვილი იდეოლოგიის შედეგად, ქართველი დედები ყოველ დღე საკუთარ საშოში 100-ზე მეტ ბავშვს კლავენ,-ამის შესახებ საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ვასაძემ ვერის ბაღში განაცხადა. მისი თქმით, გასულ წელს ქართველებმა 16 მილიარდი ლარი წააგეს კაზინოებსა და აზარტულ თამაშებში.

“ოფიციალური მონაცემებით, ყოველ წელს, ჩვენი დედები დაახლოებით 40 ათას ბავშვს კლავენ საკუთარ საშოში. არაოფიციალური მონაცემებით, ეს დაახლოოებით ორჯერ მეტია. გარყვილი იდეოლოგიის შედეგად, ქართველი დედები ყოველ დღე საკუთარ საშოში 100-ზე მეტ ბავშვს კლავენ.

გასულ წელს ქართველებმა 16 მილიარდი ლარი წააგეს კაზინოებსა და აზარტულ თამაშებში. ეს ის მტვერსასრუტებია, რომელიც ჩვენს ისედაც ღარიბ და გაღატაკებულ ეკონომიკას მიბჯენილი აქვს და წოვს და წოვს ამ მწირი ეკონომიკის ფულს და და ავსებს მათ კაზინოების მფლობელების ჯიბეებში”,-განაცხადა ვასაძემ.

შეგახსენებთ, ბიზნესმენი ლევან ვასაძე ვერის ბაღში ბრიფინგს მართავს, სადაც მხარდამჭერებთან ერთად, ვერის ბაღში ფილმ And then we danced – ის კინოჩვენებას აპროტესტებს.

ქართულ-შვედური ფილმის სახელწოდებით – “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება თბილისისა და ბათუმის 6-ს კინოთეატრში ერთდროულად იგეგმება.

საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბრიდან ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გამოჩნდება, რომელიც ქართულ-ფრანგულ-შვედური ნამუშევარია. ფილმმა უკვე მიიღო არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის ჩიკაგოს, სარაევოსა და ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად