ვასაძე: გაერო-ს პროგნოზით, თუ არაფერი შეიცვლება, 2050 წლისთვის ჩვენი მოსახლეობა 28%-ით შემცირდება

გაერო-ს პროგნოზის მიხედვით, თუ რამეს არ შეცვლით 2050 წლისთვის, საქართველოს მოსახლეობა კიდევ 28%-ით შემცირდება,-ამის შესახებ ბიზნესენმა ლევან ვასაძემ სოციალური ქსელით გავრცელებული ვიდეომიმართვისა განაცხადა. მისი განმარტებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თითქმის ყოველი მესამე ქართველი მამაკაცი ნარკომანი გახდა ან ციხეში მოხვდა.

"ჩვენ ამ წლების განმავლობაში გვქონდა არანორმალურად მაღალი კოეფიციენტები ნარკომანიისა და ციხეში მოხვედრისა. მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი. კერძოდ, საბჭოთა კავშირის დაშლის მერე თითქმის ყოველი მესამე ქართველი მამაკაცი გახდა ნარკომანი და ყოველი მესამე ზრდასრული ქართველი მამაკაცი მოხვდა ციხეში. თუნდაც  ეს ორი კატეგორია ზოგ შემთხვევაში ყოფილიყო ერთი და იგივე ადამიანები ჩვენი გამოთვლებით, დაახლოებით 25%, გამოდის, რომ ამ ორი კატეგორიის დავარდნილი შობადობის კოეფიციენტების გამო, საქართველომ დაკარგა არდაბადებული კიდევ 300 ათასი ადამიანი. ამ ციფრს უნდა მივუმატოთ კიდევ ერთი ციფრი, საქართველოდან წასული მილიონ 200 ათასი ადამიანის ბუნებრივი დანამატი…

გაერო-ს პროგნოზის მიხედვით, თუ რამეს არ შეცვლით 2050 წლისთვის, საქართველოს მოსახლეობა კიდევ 28%-ით შემცირდება, ანუ 3 მილიონს ქვევით დაიწევს. ეროვნებით ქართველთა რაოდენობა საქართველოში გაერო-ს პროგნოზის მიხედვით, საერთოდ განახევრდება. ვშიშრობ, რომ ჩვენს ტერიტორიულ შემცირებას ჯერ კიდევ ბოლო არ უჩანს, რადგან მთის ზონებში საქართელო საკუთარ მიწა-წყალს ვეღარ ავსებს",-აცხადებს ვასაძე.     

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად