ვასაძე: ეს კავკასიაა, ეს ლომების და კაცების ქვეყანაა

ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ “თბილისი პრაიდის” მიერ ორგანიზებული “ღირსების მარშის” საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომელიც ვერის ბაღში მისი ორგანიზებით ჩატარდა.

“ეს კავკასიაა, ეს ლომების და კაცების ქვეყანაა. ეს საქართველოა გული კავკასიისა. მათ უნდა ერთმანეთში აზილონ სხვადასხვა პრობლემები და წარმოაჩინო ისე, თითქოს ამ გარყვნილების მომხრეები არიან პატრიოტები და ჩვენ არ ვართ პატრიოტები.

რატომღაც ამბობენ, რომ ჩვენ ვართ გაჩუმებულები და არ ვაპროტესტებთ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას აფხაზეთსა და ცხინვალში. არ ვაპროტესტებ კი არა, მთელი ჩემი ცხოვრება, ყოველი დღე ჩემი საქმიანობისა საქართველოშიც, დასავლეთის ქვეყნებშიც და რუსეთშიც ამ პრობლემასთან ბრძოლას. უბრალოდ, მე არ მიმაჩნია ძმებო, რომ ღობესთან მირბენა და შარვლის ჩახდა არის ამ პრობლემასთან ბრძოლა”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

პ.ს “აიპრესი” ემიჯნება ყოველგვარ ქსენოჰობიურ თუ ჰომოფობიურ განცხადებებს და აღვნიშნავთ, რომ ინფორმაციის გავრცელების მიზანია საზოგადოებამ სათანადო შეფასება მისცეს მსგავსი სახის მოძრაობებს და მათ ლიდერებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...