ვასაძე დონალდ ტრამპს: დაგვეხმარეთ, რათა თავიდან ავიცილოთ სამოქალაქო ქაოსი!

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღიდან, სადაც მისი ორგანიზებით, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ შეხვედრა გაიმართა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ინგლისურ ენაზე მიმართა.

“თქვენი გაპრეზიდენტებიდან 3 წლის შემდეგ, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გააგრძელებთ თქვენს ომს. ჩვენ არ გვჯერა, რომ თქვენ უღალატებთ თქვენს დაპირებებს და გააგრძელებთ ფსევდომორალური ღირებულებებს არ დაშვებას, მე აგრეთვე დავამატებდი ფსევდოამერიკულ ღირებულებებს….

თუ ვიღაც გადაწყვეტს, ჰქონდეს განსხვავებული სექსუალური ცხოვრება, ეს მათი არჩევანია. მაგრამ ჩვენ თუ გვინდა ვიყოთ საზოგადოება, რომელსაც შეუძლია თქვას, თუ რას ფიქრობს, ეს ჩვენი არჩევანია. და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ უფლება მოგცეთ, ან მივცეთ ვინმეს, რომ წაგვართვას თავისუფლად საუბრის უფლება.

ჩვენ ღრმად გვწამს ბატონო ტრამპ, რომ დაგვეხმარებით თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი რადიკალური მოქმედება. ჩვენ აქ ვართ, ჩვენ მოვედით ერთად, რათა დავამყაროთ წესრიგი ჩვენს ქვეყანასა და დედაქალაქში. დაგვეხმარეთ ბატონო ტრამპ, რათა თავიდან ავიცილოთ სამოქალაქო ქაოსი – განაცხადა ვასაძემ.

ლევან ვასაძის განცხადებებში არაერთხელ გაჟღერდა განცხადებები, რომელიც სხვადასხვა ჯგუფების მისამართით შეიცავდა სიძულვილის ენას. “აიპრესი” ემიჯნება ყოველგვარ ქსენოჰობიურ თუ ჰომოფობიურ განცხადებებს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ინფორმაციის გავრცელების მიზანია საზოგადოებამ სათანადო შეფასება მისცეს მსგავსი სახის მოძრაობებს და მათ ლიდერებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...