ვასაძე: დეოკუპაცია რუსული მხრიდან აფხაზეთსა და ცხინვალში, ლიბერალური მხრიდან კი თბილისში დასრულდება

ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ მათ არ აქვთ პრობლემა აქცია ანტისაოკუპაციო ძალებთან ერთად გამართონ.

“დეოკუპაცია როგორც რუსული მხრიდან აფხაზეთსა და ცხინვალში, ასევე გლობალისტური – ლიბერალური მხრიდან თბილისში დასრულდება. საქართველო გამთლიანდება და ჩვენს მხარს ვუჭერთ საქართველოს დეოკუპაციას”, – ამბობს ვასაძე.

კითხვაზე, მოთხოვნებს მხარს უჭერს? – პასუხობს:

“არა, მე მაგალითად ჩვენი მოსახლეობის იმ 96%-ს ვეკუთვნი, ვისაც მიაჩნია, რომ გახარია არ უნდა გადადგეს. ვისაც უნდა თქვას რომ უნდა გადადგეს. მე ჩემი პოზიცია მაქვს”, – აცხადებს ვასაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად