ვასაძე: ჩვენი ზღაპრული, მშვიდი ქვეყანა, რომელიც ასე გვიყვარს, ჯოჯოხეთადაა გადაქცეული  

ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში საპროტესტო აქციაზე განაცხადა. 

“ეს არის მიზანმიმართული მცდელობა ჩვენი ახალგაზრდების გადაგვარების და გადაჯიშების, ყოველგვარი სიბინძურის სიმახინჯის და გარყვნილების დაუღალავი პროპაგანდით. სატელევიზიო პოლიტიკა, რომელიც მიმართულია იმაზე, რომ ადამიანს, თუ მას სამსახური აქვს, სახლში მოსულს ნერვები დააგლიჯონ, გული გაუხეთქონ. ეს ჩვენი ზღაპრული, მშვიდი ქვეყანა, რომელიც ჩვენ ასე გვიყვარს გადაქცეულია ჯოჯოხეთად”. – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ცნობისათვის: საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბრიდან ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გამოჩნდება, რომელიც ქართულ-ფრანგულ-შვედური ნამუშევარია.

ფილმმა უკვე მიიღო არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის ჩიკაგოს, სარაევოსა და ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. აღნიშნული ჩვენების ჩაშლას გეგმავენ, როგორც საპატრიარქოს ნაწილი, ისე “ქართული მარშის” წარმომადგენლები, რომლებიც აანონსებენ, რომ ამ ფილმის ჩვენებას ყველა კინოთეატრში ჩაშლიან.

ასევე, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა:  გავწევთ პოლიციელებს, მაინც შევალთ კინოთეატრებში და ვთიშავთ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებას.

საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გამო, ფილმზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. ასევე, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ფილმ And then we danced-ის პრემიერის ჩაშლის დაანონსების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს და ყველა ადამიანს მოუწოდებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ფილმის ჩვენების ხელის შეშლისგან.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად