ვასაძე: 20-ში “ნაც-ქოცური” პროვოკაცია იყო, ვინც ეს დაუშვა და ახალგაზრდები საზარბაზნე ხორცად გამოიყენა, დაისაჯონ!

ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“იმ ღამეს მიუხედავად იმ პროვოკაციისა, რაც მოგვიწყვეს “ნაცებმა”, “რუსთავი 2”-მა… რუსი დეპუტატის ჩაძირვა იმ “კრესლოში”. ეს მოაწყვეს “ნაცებმა” და “ქოცებმა” ერთად. ეს იყო ორი პარტიის მიერ მოწყობილი პროვოკაცია. ეს იყო “ნაც-ქოცების”, როგორც მათ ვეძახი კოჰაბიტანტების პროვოკაცია. ყველა ვინც ამ პროვოკაციაში მონაწილეობდა, ყველა ვინც ხელს უწყობს დაძაბულობას და არეულობას, უნდა დაისაჯოს კანონის სიმკაცრით.

ნუ მიწყობთ დაკითხვას, პროკურატურა ხომ არ ხართ? მე მიმაჩნია, რომ თუ რომელიმე სამართალდამცველმა გადაამეტა თავის უფლებამოსილებას… საკონსტიტუციო წესრიგის დაცვაში, მიმაჩნია, რომ ჩვენი სახელმწიფო გადარჩა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, სიძულვილს, გინებას, ბარბაროსულ აგრესიას… ახალგაზრდებზე რასაც ვფიქრობ, ვთქვი. იხილეთ ჩემი ტელემიმართვა, სადაც ხელისუფლება მკაცრად გავაკრიტიკე. ვინც ეს პროვოკაცია დაუშვა და ახალგაზრდები საზარბაზნე ხორცად გამოიყენა, დამნაშავეა. თუ დადგინდა, რომ გახარიამ დაარღვია კანონი ისიც უნდა დაისაჯოს.

მე პირადად მიმაჩნია, რომ სახელმწიფო გადატრიალება აღიკვეთა და მგონია, რომ გახარია არ უნდა გადადგეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მძულს ის ადამიანები, ვისაც მიაჩნია, რომ უნდა გადადგეს. მობრძანდნენ და გააპროტესტონ”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...