“ვარსკვლავურმა ომებმა” რეკორდულად მოკლე დროში მილიარდი დოლარი დააგროვა

"ვარსკვლავური ომების ახალმა ეპიზოდმა შემქმნელებს რეკორდულად მოკლე დროში მილიარდი დოლარი მოუტანა. Associated Press-ის ცნობით, ეკრანებზე გამოსვლიდან 9 დღეში ფილმის შემოსავალმა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ეს მონაცემი პორტალმა Box Office Mojo-მაც დაადასტურა. დღევანდელი მონაცემებით, ფილმის შემოსავალი 1,190 მილიონი დოლარია – 544 მილიონი აშშ-ს კინოთეატრებში გაქირავებით და 546 მილიონი ამერიკის საზღვრებს გარეთ.

აღნიშნული პორტალი იტყობინება, რომ "ძალის გაღვიძება" ყველა დროის კომერციულად მოგებიან ფილმებს შორის უკვე მე-15 ადგილზეა.

Associated Press-მა "ვარსკვლავური ომების" ბოლო ეპიზოდი გასული წლის საუკეთესო პროექტად აღიარა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად