ვარლამ ლიპარტელიანი: ვიცვლი წონით კატეგორიას და გადავდივარ -100 კილოგრამში

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა, ტელეკომპანია "tvპირველთან" განაცხადა, რომ იგი წონით კატეგორიას იცვლის და -90 კგ. წონითი კატეგორიიდან -100 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზებს.
 

”ყველა სპორტსმენის ოცნებაა ოლიმპიური ჩემპიონობა და როდესაც ასე ახლოს ხარ, ერთი ნაბიჯი გაკლდება ამ წარმატებამდე, ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის. მაგრამ აღვნიშნე, რომ ამით ყველაფერი არ მთავრდება და გავაგრძელებ ჩემს სპორტულ კარიერას. ვიტყვი, რომ ვიცვლი წონით კატეგორიას და გადავდივარ -100 კგ. წონით კატეგორიაში.

იმედი მაქვს, რომ აუცილებლად მივაღწევ იმ წარმატებას და იმ ოცნებას, რასაც ოლიმპიური ჩემპიონობა ჰქვია”, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...