ვარლამ ლიპარტელიანი: უწმიდესმა დაგვლოცა და მისი ლოცვა-კურთხევით გავერთიანდით

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ძიუდოისტები დაალოცა და შეარიგა, ისინი დღეს საპატრიარქოში იმყოფებოდნენ.

პატრიარქთან შეხვედრის დასრულების შემდეგ  ძიუდოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანმა ჟურნალისტებტან განაცხადა.

“ძიუდოს ფედერაციაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, სიტუაცია არ იყო დალაგებული. აქედან გამომდინარე, უწმიდესის თხოვნით და ლოცვა-კურთხევით მთელი ნაკრები, ძიუდოს ოჯახი სრული შემადგენლობით იყო მოსული, უწმიდესმა დაგვლოცა და მისი ლოცვა-კურთხევით გავერთიანდით”, – განაცხადა ლიპარტელიანმ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...