A1 ბანერი

ვარლამ ლიპარტელიანი პარიზის გრანდ სლემის ოქროს მედალოსანია (ვიდეო)

ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე ოქროს მედალსაც შეწვდნენ.

ვარლამ ლიპარტელიანი ნახევარფინალში მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის ფინალში მის მძლეველ კორეელ გუამ ჩოსთან გამარჯვების შემდეგ ფინალში კვლავ მსოფლიო ჩემპიონატში, ამჯერად უკვე 2017 წლის. მის მძლეველს, იაპონელ აარონ ვოლფს შეხვდა.

ვარლამ ლიპარტელიანმა შეხვედრის დასრულებამდე 28 წამით ადრე აღებული ვაზარის ბოლომდე შენარჩძუნება შეძლო და პარიზის გრანდს სლემის ოქროს მედალოსანი გახდა.

ამრიგად, პარიზის გრან სლემის 11-მა ქართველმა ძიუდოისტმა 1 ოქროს (ვარლამ ლიპარტელიან-100კგ), 1 ვერცხლის (ვაჟა მარგველაშვილი-66 კგ) და 2 ბრინჯაოს მედალი (თემურ ნოზაძე-60 კგ და ლაშა შავდათუაშვილი-73კგ) მედალი მოიპოვა და შარშანდელი გუნდური შედეგი, მე-5 ადგილი.წელს მეორეზე გადაცვალა. პირველ ადგილზე იაპონელები გავიდნენ.

შეგახსენებთ, შარშან პარიზის გრანდ სლემზე საქართველო 12 ძიუდოისტით იყო წარდგენილი და ორი ვერცხლი (ლაშა შავდათუაშვილი-73 კგ, ბექა ღვინიაშვილი-90 კგ) და ორი ბრინჯაო (ნუგზარ ტატალაშვილი-81 კგ, ვარლამ ლიპარტელიანი -100კგ) მოიპოვეს. ამირან პაპინაშვილი (60 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) მე-5 ადგილებზე გავიდნენ, ხოლო ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) მე-7 იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...