A1 ბანერი

ვარლამ ლიპარტელიანი პარიზის გრანდ სლემის ნახევარფინალშია

პარიზის AccorHotels Arena-ზე დასასრულს მიუახლოვდა ძიუდოისტთა გრანდ სლემის რიგით 45-ე ტურნირი, რომლის მონაწილეთა შორისაც 97 ქვეყნის 572 ძიუდოისტი, 336 კაცი და 236 ქალია.

დღეს 81-90-100 და +100 კგ წონით კატეგორიებში იბრძოდნენ ძიუდოისტები მედლებისთვის.

81 კგ წონით კატეგორიაში კობა მჭედლიშვილი (N100, 344 ქულა) ურიგოდ არ გამოიყურებოდა გამოცდილ სამი ჩოუჩისთან (N16, 2580 ქულა) შეხვედრაში. ძირითადი დროს ამოწურვამდე 32 წამით ადრე ბელგიელს ორი შიდო ჰქონდა მიღებული და ისე ჩანდა, რომ ორთაბრძოლა ოქროს დროში გაგრძელდებოდა, თუმცა გამოცდილმა ბელგიელმა ისარგებლა მჭედლიშვილის წამიერი უყურადღებობით და იპონით გაიმარჯვა.

90 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყავდა.

100კგ-მდე წონით კატეგორიაში ლაშა ტაველურმა (N50, 850 ქულა) საკვალიფიკაციო ეტაპზე ამერიკელი ლ.ა. სმიტი III-ს (N42, 973 ქულა) ოქროს დროში სძლია ვაზარით, მაგრამ იაპონელ აარონ ვოლფთან (N8, 3665 ქულა) შეხვედრაში უკე 53-ე წამზე იპონით მარცხი იწვნია.

+100 კგ წონით კატეგორიაში ონისე ბუღაძემ პირველ შეხვედრაში (N57, 715 ქულა) ყაზახი ადილ ორაზბაევი (N120, 122 ქულა) უილეთოდ მიმდინარე შეხვედრაში ძირითადი დროის ამოწურვამდე სამი წამით ადრე დააიპონა და მეორე შეხვედრა იაპონელ კაგეურასთან (N6, 3448 ქულა) ჰქონდა. კაგეურამ მეორე წუთის მიწურულს ონისე ვაზარზე დააგდო და იქვე შებოჭა კიდეც.

გიორგი ზაქარიაძემ (N126, 112 ქულა) მონღოლი ოდხუ ცეცენცენგელი (N157, 56 ქულა) ძირითადი დროის დასრულებამდე 43 წამით ადრე დააიპონა, მაგრამ აზერბაიჯანელ უშანგი კოკაურთან (N15, 2646 ქულა) შეხვედრაში უკვე მეორე წუთის მიწურულს მიიღო მესამე შიდო და შეჯიბრებას გამოეთიშა

ვარლამ ლიპარტელიანმა (N1, 7408 ქულა) ტაილანდელი ვეი პუიანგი (ურეიტინგო) ვაზარით დაამარცხა და პულის ფინალში გასასვლელ ორთაბრძოლაში ბულგარელ დანილ დიჩევს (N47, 856 ქულა) შეხვდა. ძირითადი დროის დასრულებამდე ორი წამით ადრე ვარლამ ლიპარტელიანმა იპონზე დასცა მეტოქე და პულის ფინალში გავიდა, სადაც მას მეტოქედ მასპინძელი, ალექსანდრე იდირი (N20, 2265 ქულა) ჰყავდა. ლიპარტელიანმა შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 1 წუთით და 21 წამით ვაზარი აუღო მეტოქეს, შემდეგ შეხვედრის მიწურულს, პარტერში მყოფმა მოახერხა და გაუძლო მეტოქის მიერ მისი შებოჭვის ხანგრძლივ მცდელობას და ნახევარფინალში გავიდა.

ვარლამ ლიპარტელიანი ნახევარფინალში გავიდა და იქ მისი კორეელი გიუმ ჩო (N4, 4596 ქულა) იქნება

ამრიგად საქართველოს ნაკრები ინარჩუნებს შანს მოიპოვოს ოქროს მედალი და პარიზის გრანდ სლემზე შარშან ნაჩვენები შედეგი გააუმჯობესოს.

შეგახსენებთ, პარიზის გრანდ სლემზე საქართველო 12 ძიუდოისტით იყო წარდგენილი და ორი ვერცხლი (ლაშა შავდათუაშვილი-73 კგ, ბექა ღვინიაშვილი-90 კგ) და ორი ბრინჯაო (ნუგზარ ტატალაშვილი-81 კგ, ვარლამ ლიპარტელიანი -100კგ) მოიპოვეს. ამირან პაპინაშვილი (60 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) მე-5 ადგილებზე გავიდნენ, ხოლო ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) მე-7 იყო.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...