ვარლამ ლიპარტელიანი დოჰას მასტერსზე ოქროს მედლისთვის იჭიდავებს (ვიდეო)
ყატარის დედაქალაქ დოჰაში დღეს შეჯიბრების დასკვნითი დღეა.
დოჰას მასტერის მედლებისთვის დღეს 90-100 და +100 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები იბრძვიან.
+100 კგ წონით კატეგორიაში ვაპლამ ლიპარტელიანმა რუს ნიაზ ბილალოვს და უზბეკ მუჰამადკარიმ ხურანოვს სძლია (იხ.: ვიდეო) და ნახევარფინალში ისრაელელ პეტერ პალჩიკს დაუპირისპირდა.
ვარლამ ლიპარტელიანმა ვაზარით დაამარცხა მეტოქე და ფინალში გავიდა, სადაც ოქროს მედლისთვის აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს შეხვდება.