ვარლამ გოლეთიანი: შეიძლება აქ დაიძაბოს ვითარება

რიონის ხეობაში ისევ დაძაბულობაა – „რიონის ხეობის მცველებმა“ ადგილზე შეკრებილებს მიმართეს.

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქცია რიონის ხეობაში 173-ე დღეა მიმდინარეობს. მოძრაობის „რიონის ხეობის მცველების“ წევრები ადგილზე შეკრებილებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ და შესაძლო დაპირისპირებაზე საუბრობენ.

„ადგილზე რამდენიმე ისეთი ჯგუფი იყრის თავს, რომელთაც ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან დაპირისპირება აქვთ და შეიძლება აქ დაიძაბოს ვითარება. ჩვენ არ გვინდა, რომ პოლიციას მივცეთ შანსი წამოგვაგონ პროვოკაციაზე რასაც დიდი ხანია ელოდებიან. მოვუწოდებთ ყველას შეინარჩუნონ სიმშვიდე. იმ შემთხვევაში თუ ინცინდენტს ექნება ადგილი ჩვენ მოძრაობა „რიონის ხეობის მცველები“ გადავინაცვლებთ ისევ კარვებისკენ“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...