ვარლამ გოლეთიანი: ლევან ვასაძესთან არანაირი კავშირი არ გვაქვს და არც შეერთებას არ ვაპირებთ

„ნამახვანჰესების“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს ცაგერში ჩავიდნენ. ე. წ. რიონის ხეობის მცველებმა მოსახლეობასთან თბილისში, დაგეგმილი აქციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მიუხედავად ლევან ვასაძის ღია მხარდაჭერისა, აქციის მონაწილეები მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელთან კავშირს უარყოფენ.

ჩვენ ლევან ვასაძესთან არანაირი კავშირი არ გვაქვს და არც შეერთებას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

„ჩვენი პოზიცია პარტიებთან და პარტიულ დღის წესრიგთან დაკავშირებით, არის იგივე. ადრეც ვამბობდით და დღესაც ვიმეორებ, პარტიულ დღის წესრიგში შესვლას არ ვაპირებთ. შესაბამისად, რადგან ბატონმა ლევანმა შექმნა უკვე პარტია, ამიტომ მათთან არანაირი კავშირი არ გვაქვს“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ლევან ვასაძე საზოგადოებრივ მოძრაობას „ერთობა, რაობა, იმედი“ აფუძნებს.

კომენტარები
იტვირთება...