ვარკეთილში ორი პოლიციელი დაჭრეს

ინფორმაციას ამის შესახებ ამ წუთებში ტელეკომპანია "რუსთავი- 2" ავრცელებს.

როგორც აღნიშნავენ ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე 2 პოლიციელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ჯერჯერობით რამე განცხადება ან კომენტარი მომხდარის შესახებ შსს-ს არ გაუკეთებია. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად