ვარკეთილში “კარფურის” ახალი ფილიალი გაიხსნა – ფრანგული ბრენდის მე-15 ქსელი საქართველოში

კარფურის ახალი ფილიალი,  ვარკეთილის მე-4 მიკრო რაიონში, სესილია თაყაიშვილის N46 მდებარეობს და ის მომხმარებლებს ყოველდღე, დილის 9:00 დან ღამის 12:00 – საათამდე მოემსახურება.

“კარფური“ ქართულ ბაზარზე პირველად 2012 წელს გამოჩნდა პირველი ჰიპერმარკეტით თბილისი მოლში, ხოლო დღეისათვის საქართველოში კარფური უკვე 15 ფილიალით არის წარმოდგენილი და ახლო მომავალში გაფართოებას კიდევ გეგმავს.

“კარფურის” ახალი მარკეტი მომხმარებელს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქციისა და საყოფაცხოვრებო საქონლის სხვადასხვა სახეობას სთავაზობს.  მათ შორისაა სურსათის და ჯანსაღი კვების, ბავშვის მოვლის, ჯანმრთელობისა და პირადი ჰიგიენის საშუალებები, კარფურის მიერ  წარმოებული ექსკლუზიური ფრანგული პროდუქცია და მრავალი სხვა.

„ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ოპერირებით საქართველოში და მიხარია ასე სწრაფად რომ ვიზრდებით. ჩვენთან ერთად უამრავი ადგილობრივი მწარმოებელი და მომწოდებელიც იზრდება.  ამგვარი თანამშრომლობის მეშვეობით, ჩვენ პირდაპირ და არაპირდაპირ სამუშაო ადგილებს ვქმნით ადგილობრივი მოქალაქეებისთვის.

სულ ცოტა ხნის წინ მომხმარებლებისთვის დაგროვების პროგრამა სახელად My CLUB-ი, დავნერგეთ, სლოგანით “დააგროვე მეტი და დაზოგე მეტი“.  პირველი შედეგებით  და მომხმარებელთა ჩართულობით, ძალიან კმაყოფილები ვართ.  დიდი სურვილი გვაქვს რაც შეიძლება ახლოს ვიყოთ მომხმარებელთან, რათა შევძლოთ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება“- აცხადებს კარფურის გენერალური დირექტორი ქრისტოფ ორსე.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელს  საქართველოში Majid Al Futtaim-ი წარმოადგენს. Majid Al Futtaim-ი ფრანგული ბრენდის რეგიონალური ფრანშიზის ექსკლუზიური მფლობელია, რომელიც ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის 37 ქვეყანაში კარფურს წარმოადგენს. Majid Al Futtaim-ი კარფურის 270-ზე მეტ მაღაზიას ფლობს, დღეში 750,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება და 37,000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

ბრენდის მიზანია, მაღალი ხარისხის პროდუქციის  ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

2012-წელს ქართულ ბაზარზე შემოსვლა “კარფურისთვის” სტრატეგიული ნაბიჯი იყო. კომპანიამ საქართველოში კარგი განვითარების პერსპექტივა დაინახა და 7 წლის იუბილე 15 მაღაზიითა და 2000-ზე მეტი თანამშრომლით აღნიშნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად