ვარკეთილში, “ანას ბაღთან“ ადგილობრივი მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

ვარკეთილში “ანას ბაღთან” მესამე დღეა აქცია გრძელდება. მოსახლეობა, რომელიც მშენებლობას აპროტესტებს, ისევ ქუჩაშია.

აქციიის მონაწილეების განცხადებით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციები გაგრძელდება.

ისინი დედაქალაქის მერიას მოუწოდებენ, რომ სამშენებლო კომპანიას ამ ტერიტორიაზე კორპუსის აშენების უფლება არ მისცეს.

აქციის მონაწილეები ცხადებენ, რომ არ დაიშლებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

“ანას ბაღთან“ აქციაზე რამდენიმე დღის წინ დაპირისპირება იყო, ქუჩის გამოსვლა დაკავებებით დასრულდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად