ვარკეთილში, “ანას ბაღის” ტერიტორიაზე დაპირისპირებისას 4 პირი დააკავეს

ვარკეთილში, ზემო პლატოზე „ანას ბაღის“ ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 4 პირი დააკავა.

როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს დაპირისპირებისას 4 პირი 166-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს.

ცნობისთვის, ვარკეთილის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით უკვე რამდენიმე თვეა, რაც პროტესტი არ წყდება.

მოსახლეობა თბილისის მერიისგან ითხოვს ყურადღებას და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.

მათი მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს ახალი კორპუსის მშენებლობა და შენარჩუნდეს სკვერი, სადაც დღის მანძილზე ბავშვები ერთობიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად