ვარკეთილს კიდევ ერთი სკვერი შეემატება

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის  მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი დოხტურიშვილმა, გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, ვარკეთილში სკვერის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

 ვარკეთილის მესამე მასივში, IVკვ, კორპუსი N10 – N11 ის მიმდებარედ ახალი რეკრეაციული სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყობა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი 2000 კვ. მეტრ ფართობზეა განთავსებული. ტერიტორიაზე საბავშვო ატრაქციონები და გარე განათების ბოძები დამონტაჟდება. სკვერში  საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება და საბაღე სკამები განთავსდება. მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, სკვერში ახალი, თანამედროვე სტანდარტების, ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოებიც მიმდინარეობს.

დღეს გამგეობის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე გავეცანით სკვერის მშენებლობის სამუშაოებს და მოსახლეობას შევხვდით. ეს სკვერი  კიდევ ერთი მწვანე სივრცე იქნება, სადაც ადგილობრივები დასვენებასა და განტვირთვას შეძლებენ. აღნიშნული პროექტი სამგორის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება. წლის ბოლომდე ვარკეთილში მდებარე კიდევ რამდენიმე სკვერის რეაბილიტაციაა დაგეგმილი“- განაცხადა გიორგი დოხტურიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...