ვარკეთილის ზემო პლატოს N51ბ კორპუსთან სკვერი მოეწყო

სამგორის გამგეობა რაიონში დასასვენებელი სივრცეების მოწყობას აქტიურად განაგრძობს.

ვარკეთილის ზემო პლატოზე გახსნილი კიდევ ერთი ახალი სკვერი სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ დაათვალიერა.

ზემო პლატოს N51ბ კორპუსის მიმდებარედ 610 კვ.მ ფართობზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო. სკვერში საბავშვო მოედანი ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონი, საბაღე სკამები და ურნები განთავსდა. ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლა, საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, გამწვანებული ზოლები გამოიყო და მოეწყო გარე განათების სისტემა.

პროექტის ღირებულება 91 620 ლარია. სამუშაოები სამგორის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ „არბა“ შეასრულა.

მიმდინარე წელს სამგორის რაიონში 4 სკვერის მოწყობა დასრულდა და 8 პროექტი მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად