„ვარდების რევოლუციის“ მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, თავისუფლებიდან ვარდების მოედნამდე ხვალ ცოცხალ ჯაჭვს შეკრავენ

“ვარდების რევოლუციის” მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე ხვალ ცოცხალ ჯაჭვს შეკრავენ.

“2003 წლის 23 ნოემბრის შემდეგ საქართველო გახდა ქვეყანა კორუფციის გარეშე. ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა, უმაღლესი განათლება “ჩაწყობის” გარეშე მიეღოთ. დარიგდა გაყინული და გაზრდილი პენსიები, მივიღეთ, საპატრულო პოლიცია – რუსული “გაის” ნაცვლად, გაწვრთნილი ჯარი – მშიერი ჯარის ნაცვლად, წესრიგი – კრიმინალის ნაცვლად, აღმშენებლობა – სიბნელის ნაცვლად, აჭარა ასლანის გარეშე, რეფორმები – უძრაობის ნაცვლად და რაც მთავარია, დასავლეთი – რუსეთის ნაცვლად.

18 წლის შემდეგ, ყველა ვინც ვარდების რევოლუციის მთავარი მიზნების და პრინციპების ერთგული დარჩა, ვიკრიბებით ცოცხალ ჯაჭვში, თავისუფლების მოედნიდან ვარდების (რესპუბლიკის) მოედნამდე”, – წერია ღონისძიების ანონსში.

კომენტარები
იტვირთება...