ვაქცინაციის დაწყებიდან მოყოლებული, ევროკავშირმა 150 მილიონი დოზა გამოიყენა

ევროკავშირის ქვეყნებმა გამოიყენეს ვაქცინის 150 მილიონი დოზა 2020 წლის 27 დეკემბრის შემდეგ – 4 მაისამდე. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლaიენმა სამშაბათს Twitter-ზე დაწერა.

“ევროპაში ვაქცინაცია იმპულსს იძენს. ჩვენ ევროკავშირში ინექციის 150 მილიონიანი ნიშნული გადავლახეთ. ევროპელების მეოთხედმა უკვე მიიღო პირველი დოზა. ვაქცინის საკმარისი დოზები გვექნება, რათა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს – ევროკავშირის ზრდასრული მოსახლეობია 70%-ს ივლისიათვია.” – წერს იგი.

ევროკავშირის მოსახლეობა დაახლოებით 450 მილიონი ადამიანია.

ამ წლის დასაწყისში გამოქვეყნებული ევროკავშირის ვაქცინაციის სტრატეგიის თანახმად, თავდაპირველი მიზანი იყო ზრდასრული მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაცია ზაფხულისთვის. შემდეგ, ევროკომისიის ოფიციალურ დოკუმენტებში, ფორმულირება შეიცვალა და გახდა “ზაფხულში”, შემდეგ – “ზაფხულის ბოლომდე”. ახლა, როდესაც ვითარება ევროკავშირის ქვეყნებისთვის ვაქცინების მიწოდების მხრივ გარკვეულწილად დასტაბილურდა, სამიზნე ისევ “ივლისამდეა.”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...