A1 ბანერი

ვანში სამართალდამცავები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ვანში სამართალდამცავები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შემთხვევა გუშინ რესტორან მასპინძელოში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვანის პოლიციის უფროსის მოადგილემ კობა დვალიშვილმა პროკურორი და მასთან ერთად მყოფი პირი სცემა.

როგორც რესტორნის მფლობელები აცხადებენ, დაპირისპირება რესტორნის ტერიტორიაზე არ მომხდარა და ჩხუბი რესტორნის გარეთ დაიწყო.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ინციდენტზე გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო.

ფაქტს ასევე სწავლობს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია.

ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს შეუჩერდათ სამსახურეობრივი უფლებამოსილება.

გამოძიება დაადგენს ჰქონდა თუ არა პოლიციელების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ადგილი.

ნებისმიერი სამართალდამცველის მხრიდან პროფესიული ეთიკის და პოლიციელის ღირსების შემლახველ ყველა ქმედებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოჰყვება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...