ვანო ზარდიაშვილმა და რომან გოცირიძემ პარლამენტში იჩხუბეს (ვიდეო)

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებაზე მსჯელობენ, “ოცნების” დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა და საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძიემ იჩხუბეს.

ზარდიაშვილი და გოცირიძე ერთმანეთის გვერდით ისხდნენ, თუმცა რას მოჰყვა მათ შორის ჩხუბი, უცნობია

სიტუაცია მანდატურები ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

5 საათიანი მოსმენის შემდეგ პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას კენჭს უყრიან

Posted by Ipress.ge on Wednesday, June 26, 2019

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...