ვანო ზარდიაშვილი “ქართული ოცნების” პარტიული რიგების დატოვებას არ აპირებს

პარლამენტიდან წასული ვანო ზარდიაშვილი “ქართული ოცნების” პარტიული რიგების დატოვებას არ გეგმავს, თუმცა, არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას.

“პარტიას არ ვტოვებ, პირიქით, თუ რამით შემეძლება მე გვერდში დავუდგები “ქართულ ოცნებას” იმისთვის, რომ მან დასახული მიზნები ბოლომდე გაიტანოს. 2020 წლის სიაში არ ვიქნები. მე ადრეც განვაცხადე, ეხლაც გავიმეორებ, ადამიანურობა ხშირ შემთხვევაში, ყველაფერზე მაღლა უნდა იდგეს, ასევე ღირსება , და ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ამ წლების განმავლობაში დაუსაბუთებელი, უფაქტო, უარგუმენტო ჩემი კრიტიკა. არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულება ჩემი რაიმე კანონდარღვევასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ეს არის ჩემი ნება. ცოტახანს დავისვენებ, ვფიქრობ, მე სამუშაოს მოძებნა არ გამიჭირდება არც საჯარო და არც კერძო სექტორში” -განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, ვანო ზარდიაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია ვანო ზარდიაშვილმა თავად გაავრცელა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად