ვანო ზარდიაშვილი: კომბლები შეიძლება გავთალოთ და ჭერში დავალაგოთ

“როდესაც სახელმწიფო თავის ფუნქციას ეფექტურად ასრულებს, იქ კომბლების თვლა ზედმეტია”. ასე გამოეხმაურა ვანო ზარდიაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას ბიზნესმენ ლევან ვასაძის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, კომბლებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება ზედმეტია, რადგან ქვეყანაში არსებობს კონსტიტუცია, რომელიც ნებისმიერი მოქალაქის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს.

„ქვეყანაში არსებობს კონსტიტუცია, რომელიც ნებისმიერი მოქალაქის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს. ყველას მოვუწოდებ, კონსტიტუციას დაექვემდებარონ. როცა სახელმწიფო თავის ფუნქციას ეფექტურად ასრულებს, იქ კომბლების თვლა ზედმეტია. კომბლები შეიძლება გავთალოთ და ჭერში დავალაგოთ. ახალი კონსტიტუციის პირობებში ნებისმიერი ადამიანის უფლება დაცულია, სახელმწიფო ყველა ადამიანის უფლებებს დაიცავს და ზედმეტი ფორმირებებებისა და დაჯგუფებების შექმნა არასერიოზულია, რადგან სახელმწიფო ეფექტურად მოქმედებს”, – განაცხადა ზარდიაშვილმა.

შეგახსენებთ: ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გუშინ, ვერის ბაღში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება.

“არ მოვალთ იარაღით, მოვალთ შიშველი ხელებით და ქამრებით, მაგრამ გარდა ამისა, გვექნება კომბალი, კომბალი არ არის ცივი იარაღი” -განაცხადა ლევან ვასაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...