ვანო ზარდიაშვილი: გადაწყვეტილება საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით მივიღე

“ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, ამასთან დაკავშირებით, მე როგორც პარტიის, ასევე პარლამენტის ხელმძღვანელობას მივმართე და ვაცნობე. მათი პოზიცია იყო, რომ მე პარლამენტი არ უნდა დამეტოვებინა, მაგრამ ეს არის ჩემი პოზიცია”. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც გავრცელდა განცხადება, რომ ის პარლამენტიდან მიდის.

“ეს პოზიცია მხოლოდ იმან განაპირობა, რომ დგება ხანდახან მომენტი, როდესაც თანამდებობაზე უარი უნდა თქვა იმის თაობაზე, რომ შენო ოჯახის წევრები, შენი არასრულწლოვანი შვილები დაუმსახურებელ ცილისწამებას და ფსიქიკურ წნეხს განიცდიან. შესაბამისად, ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. თანამდებობა არის მხოლოდ საშუალება გამოადგე შენს მოქალაქეებს და თითოეული მოქალაქის დაცვისთვის იზრუნო, და არავითარ შემთხვევაში არ არის ეს პირადი კეთილდღეობის საკითხი. შესაბამისად, მე საზოგადოების ინტერესებიდან ამოვედი და მივიღე ეს გადაწყვეტილება” – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

შეგახსენებთ, ვანო ზარდიაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია ვანო ზარდიაშვილმა თავად გაავრცელა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად