ვანო ზარდიაშვილი: ამ კადრების შემქმნელები, გამავრცელებლები და დამაბრალებლები ამორალურები არიან

“ამ ვიდეოს, როგორც ჩამწერი, ასევე გამავრცელებელი და ასევე ირიბად შემოქმედი ადამიანები ჩემი აზრით, არიან ამორალურები, უზნეოები. შესაბამისად, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არასერიოზულია”.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა ჟურნალისტებს ეკა ბესელიას მიერ პირადი ცხოვრების კადრების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებული განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

ვანო ზარდიაშვილი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს რაც შეიძლება მალე გამოიძიონ ეს საქმე.

“შსს-ს, პროკურატურას მოვუწოდებ, რაც შეიძლება მალე გამოიძიონ ეს საქმე და არავის მისცენ სპეკულაციების საშუალება”, – განაცხადა ზარდიაშვილმა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, გამოიკთხნენ თუ არა, მისი ოჯახის წევრები გამოძიების ფარგლებში, ვანო ზარდიაშვილმა განმარტა,რომ წარმოდგენა არ აქვს ვისზეა საუბარი.

“ამ კადრების როგორც შემქმნელები, გამავრცელებლები და შემდეგ, დამაბრალებლები, ამორალურები არიან”. მე არ ვიცი,საქმეში რა გვარები ფიგურირებს. შესაბამისად , ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც ირიბი ფორმით ამ საკითხის ვინმეზე დაბრალება, ისეთივე ამორალური საქციელია, როგორც ამ კადრების შექმნა და გავრცელება.”, განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

შეგახენებთ, რომ დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია არ აპირებს კონკრეტული გვარების დასახელებას, თუმცა, ყრილობის შემდეგ გეგმავს რამდენიმე გარემოებაზე საუბარს, რაც მისი აზრით, მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეში პროკურატურისა და შს სამინისტროს მხრიდან საბოლოო ინფორმაცია მოისმინოს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულ საქმეში ფიგურირებს დეპუტატის გვარიც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...