ვანო ზარდიაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე137 დეპუტატიდან 94-მა მხარი დაუჭირა ვანო ზარდიაშვილისთვის პარლამენტის წევრობის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყეტას.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის  ყოფილმა წევრმა ვანო ზარიაშვილმა განცხადება საკუთარი სურვილით მას შემდეგ დაწერა, რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მას და ეკა ბესელიას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლე მეცხრე მოწვევის პარლამენტში სავარაუდოდ თემურ გოცირიძე იქნება. „ქართული ოცნების” პროპორციულ სიაში მასზე წინ ირაკლი ზარქუაა, თუმცა თბილისის საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმა პარლამენტში გადანაცვლებაზე უარი თქვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად