ვანო მერაბიშვილი, შესაძლოა, სახაზინო ადვოკატმა დაიცვას

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, შესაძლოა, სახაზინო ადვოკატმა დაიცვას. ამის მიზეზი კი, მერაბიშვილის მიერ საკუთარი ადვოკატების აცილების მოთხოვნაა.

როგორც "აიპრესს" ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა, ალბათ, მერაბიშვილის სახაზინო ადვოკატი დაიცავს.

ასევე, ბასიალაია იმ მიზეზებზეც საუბრობს, თუ რატომ მოითხოვა ადვოკატების აცილება მერაბიშვილმა.

"მიზეზი არის ის, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილი აღიარებულია პოლიტიკურ პატიმრად, შესაბამისად, მართლმსაჯულების სისტემის ფარგლებში მონაწილეობის აზრსვერც ადვოკატები ვხედავთ და ვერც ვანო მერაბიშვილი. აზრი არ აქვს იმ სისტემაში სამართლებრივ ბრძოლას, რომელსაც პოლიტიკური პატიმარი ჰყავს. ბოიკოტს უცხადებს ფაქტობრივად ქართული მართლმსაჯულების სიტემას ვანო მერაბიშვილი",- განაცხადა ბასილაიამ.

კითხვაზე დაიცავს თუ არა ვანო მერაბიშვილს სახაზინო ადვოკატი, ბექა ბასილაია პასუხობს: "ალბათ".

ვანო მერაბიშვილის საქმეზე გუშინ სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

მერაბიშვილი 2013 წელს დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად