ვანო მაჭავარიანი: საგარეო ვალის საშინაოთი ჩანაცვლება, ლარზე ზეწოლას არ ახდენს

საგარეო ვალის საშინაოთი ჩანაცვლება, ლარზე ზეწოლას არ ახდენს,-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ვანო მაჭავარიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ხშირად ისმის, ზოგიერთი ეკონომისტი ამას ხაზს უსვამს, რომ საგარეო ვალის ჩანაცვლება საშინაო ვალით, ეს არის ზეწოლა ლარზე. ეს არასწორია. საგარეო ვალის და საშინაო ვალის შემთხვევაშიც, ჩვენ ერთნაირ სიტუაციას ვიღებთ ლართან დაკავშირებით იმიტომ,რომ იმ საგარეო ვალის აღების დროსაც, პირდაპირ ხდება ამ ვალის გვერდის ავლით გადარიცხვა კონტრაქტორებისთვის, თუ ქვეყანაში შემოდის, ეროვნული ბანკი აკეთებს ხოლმე სტერილიზაციას და ის არ გამოდის ხოლმე ბაზარზე. შესაბამისად, ეს არასწორია. შესაბამისად, მას კურსზე გავლენა არ აქვს და ვერ ექნება.

რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომ ამ ვალის უკან დგას ხარჯის სტრუქტურის ცვლილება, აქ შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ პროექტები, რომელიც საგარეო ვალით ფინანსდება, ის რომ გვიანდება და მათი ჩანაცვლება ხდება, ცოტა რომ გვიანდება, ხდება მათი ჩანაცვლება ადგილობრივი პროექტებით, ან ისეთივე დიდი მნიშვნელობის პროექტები, რომლებიც არ არის ნაგულისხმევი საერთაშორისო, დონორ ორგანიზაციებიდან დაფინანსება”,- განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად