ვანო ჩხიკვაძე: ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ამოქმედების რისკი რეალურია

ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ამოქმედების რისკი რეალურია.

როგორც ჩხიკვაძემ “აიპრესს” განუცხადა, ეს რისკი გააჩინა თავშესაფრის მაძიბელთა რიცხვის საგრძნობმა ზრდამ. საუბარია იმაზე, რომ ეს მაჩვენებელი 100%-ით არ უნდა გაზრდილიყო იმაზე, ვიდრე ეს მაჩვენებელი ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების მომენტში იყო. ჩხიკვაძე ამბობს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ეს მონაცემები 100 %-ს აღემატება, თუმცა დასძენს, რომ ამ ეტაპზე ევროკომისიის წინაშე მოთხოვნა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს არცერთ ქვეყანას დაუყენებია.

„ჩემი შეფასებით რისკი დგება. იმის გათვალისწინებით, რომ ტენდენცია რაც შეეხება თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობას, არის საკმაოდ დიდი. აქედან გამომდინარე ეს რისკი რეალურია. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ შეჩერების მექანიზმი დგება იმ შემთხვევაში თუ საგრძნობლად მოიმატებს თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების მომენტთან შედარებით. ეს საგრძნობი მომატება არის 100 %.

თუ ვნახავთ მონაცემებს, ეს ზრდა არის გაცილებით მეტი ვიდრე 100 %-ია. მაგალითად, საფრანგეთში გაცილებით მეტი თავშესაფრის მაძიებელი წავიდა 2018 წელს, ვიდრე წავიდა 2017 წელს. ან ვთქვათ გერმანიაში, ესპანეთსა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე ეს რისკი რეალურია. თუმცა, დღეის მდგომარეობით არცერთ ქვეყანას ოფიციალურად ევროკომისიის წინაშე არ დაუყენებია, რომ საქართველოსთან მიმართებაში გამოყენებული იყოს შეჩერების მექანიზმი. მაგრამ, ეს არ გვაძლევს ჩვენ იმის ვარაუდის და თქმის უფლებას, რომ ამას ისინი არ გამოიყენებენ. ვინაიდან, ჩვენ – საქართველოს მოქალაქეები ვარღვევთ შეჩერების მექანიზმის მოთხოვნებს“, – განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...