ვანო ჩხარტიშვილი: პოლიტიკაში საერთოდ ბიზნესმენები არ უნდა იყვნენ

“მე ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი, რომ არ გამოვსულიყავი საჯაროდ, იმიტომ რომ მე დაახლოებით 15 წელია დავტოვე პოლიტიკა. მიმაჩნია, რომ ის პერიოდი, განსაკუთრებით პარლამენტში, ჩემი ყოფნის დრო იყო ყველაზე ცუდი პერიოდი ჩემთვის” – ამის შესახებ ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა “ღამის კურიერში” განაცხადა.

“დღესაც მიმაჩნია, რომ პოლიტიკაში საერთოდ ბიზნესმენები არ უნდა იყვნენ, ეს ჩემი პერსონალური აზრია. პოლიტიკაში უნდა იყვნენ პროფესიონალები, პროფესიონალი პოლიტიკოსები, რომლებიც წლების განმავლობაში დააგროვებენ გამოცდილებას იმისთვის, რომ ქვეყანაში ნამდვილად წერონ კანონები, ამიტომ, აბსოლუტურად გავეთიშე ამ პროცესებს. არასდროს არც მიფიქრია პოლიტიკა, არც ვფიქრობ პოლიტიკაზე, მაგრამ ბოლო მოვლენებმა, უბრალოდ არ მომცეს საშუალება,“ – განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად