ვანო ჩხარტიშვილი: ხაზარაძემ არ აღიარა მთავარი, რომ ზეწოლით თუ თხოვნით სახელმწიფოსთან გარიგებაში იყო

მე ვუთხარი, სასამართლოში ხომ არ წავალთ-მეთქი, უხერხულია, მარტო მე ხომ არ ვარ, ასეთი სიტუაციაა, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა “ლელოს” ლიდერ მამუკა ხაზარაძეზე საუბრის შესახებ “ღამის კურიერში” განაცხადა.

ჩხარტიშვილი მზადყოფნას გამოთქვამს “ლელოს” ერთ-ერთ ლიდერთან დავით უსუფაშვილთან ითანამშრომლოს და ინფორმაციები მიაწოდოს.

“ბატონ მამუკა ხაზარაძესთან არის ბატონი დავით უსუფაშვილი, რომელიც იურისტია და წესიერი კაცია. მე ვითანამშრომლებ მივაწვდი ჩემს გარშემო არსებულ ყველა ინფორმაციას. თუ არ იაკდრებს ჩვენთან შეხვედრას, მაშინ ბრიტანელ იურისტებს დავუსვამ და გასცეს პასუხი, რასთან გვაქვს საქმე.

რაც შეეხება ჩემთვის წართმეულ ქონებას, ის შეიძინა ოსიპოვმა, რომელიც მორალურად სწორად მოიქცა და ლონდონში როცა იყო ჩამოსული ჩემთან, მითხრა, რომ მე ეს დამავალესო და სემომტავაზა პარტნიორობა, რაზეც მე უარი ვუთხარი და ვუპასუხე, რომ დააბრუნე ეს ქონება-მეთქი. ვინ დაავალა არ უთქვამს, მაგრამ ჩემი ინფორმაციით ეს მერაბიშვილმა დაავალა.

ამის შემდეგ ჩამოვდივარ თბილისში, ვხვდები მამუკას, მე მას ვუთხარი, რომ ვინც მონაწილეობდა ამ საქმეში, ყველას გადავუხდი ფულს და დავაბრუნოთ ეს ქონება უკან. ბატონმა მამუკამ თქვა, რომ მე ეს ქონება საბაზრო პრინციპებით გავყიდეო. მე ვუთხარი, სასამართლოში ხომ არ წავალთ-მეთქი, უხერხულია, მარტო მე ხომ არ ვარ, ასეთი სიტუაციაა. ანუ, ხაზარაძემ არ აღიარა ყველაზე მთავარი ამბავი, რომ ზეწოლით, თხოვნით, თავისი ნებით სახელმწიფოსთან იყო გარიგებაში და ამით ახდენდა ყველა ამ დეტალის რეგისტრაციას”, – განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად