ვანის მუნიციპალიტეტში გაჩენილ ხანძარს 80 წლის ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა

ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელი ბზვანიში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 80 წლის ქალბატონის სოცოცხლე ემსხვერპლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 50 კვ.მ ფართობი. მათივე განცხადებით, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე გვერდით მდებარე საცხოვრებელ სახლზე, თუმცა მეხანძრე-მაშველების რეაგირების შედეგად დროულად მოხდა ხანძრის ლოკალიზება.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად