ვალუტის გადაცვლის ტრანზაქციის გაუქმება 5 ათას ლარამდე თანხაზე იქნება შესაძლებელი

ვალუტის გადაცვლის ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება 30 წუთის განმავლობაში, 5 ათას ლარამდე თანხაზე (ან მის ეკვივალენტზე უცხოურ ვალუტაში) იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს.

აღნიშნული ინფორმაციის განთავსების ვალდებულება ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს ქვითარზე, ასევე სალაროსთან, თვალსაჩინო ადგილას აქვთ.

ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება აქამდეც 30 წუთის განმავლობაში იყო შესაძლებელი, თუმცა არ იყო განსაზღვრული თანხის მაქსიმალური ოდენობა.

ახალი ცვლილება ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესში შეიტანა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად