ვოლსკი მაჩალიკაშვილზე: მაშინ ოპოზიციის მხრიდან არცერთი შეკითხვა არ დასმულა, იყო თუ არა ეს მასალა რეალური

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, სუს-ის მიერ ამ საქმეზე მოწოდებული ინფორმაციის გაცნობისას ოპოზიციის წევრებს არცერთი შეკითხვა არ დაუსვამთ, იყო თუ არა მასალა რეალური.

„საკმაოდ ვრცელი და დასაბუთებული მასალა წარმოადგინა სუს-მა პარლამენტში, რასაც გაეცნო როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია. არცერთი შეკითხვა არ დასმულა იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა ეს მასალა რეალური. მასალა არის ძალიან მძიმე და ადასტურებს ამ ოჯახის სულ მცირე ერთი წევრის პირდაპირ კავშირს ტერორისტულ ჯგუფთან. ძალიან განვიცდი ადამიანის სიკვდილს, როგორ ვითარებაშიც არ უნდა იყოს, მით უმეტეს, საქართველოს მოქალაქისას. ჩვენთვის სიახლეა ტერორისტული აქტი და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ასეთი მასშტაბი, რომელიც სალოსის ქუჩაძე იმ პერიოდში ტარდებოდა. არანაირი ლოიალობა ტერორიზმის მიმართ არ შეიძლება იქნას დაშვებული. რეალურია თუ არა ის ფაქტები, რაც პროკურატურამ დაადგინა, სასამართლოს მიერ იქნება შეფასებული, თანასწორ პაექრობაში დაცვისა და ბრალდების მხარეთა შორის,”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ:  თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება არ დადასტურდა და პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა.

პროკურატურამ დაადგინა, რომ სავარაუდო ეჭვმიტანილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით განხორციელდა გასროლა.

საქმის მასალებზე დაყრდნობით, პროკურატურა ირწმუნება, რომ ხელყუმბარა საცხოვრებელი ოთახის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს, ამ პროცესს კი ესწრებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, რომელმაც ოქმში დაფიქსირებული მონაცემების სისწორე დაადასტურა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად