Valhalla: ვიკინგების ახალი საგა იწყება – Netflix-ი მსახიობების სრულ შემადგენლობას აცხადებს

ვიკინგების ახალი საგა იწყება – Netflix-ი მსახიობების სრულ შემადგენლობას აცხადებს.

რაგნარ ლოთბროკისა და მისი ვაჟების ისტორია შეიძლება გასული წლის ბოლოს დასრულდა, მაგრამ ვიკინგების საგა ახლა იწყება. ვიკინგების ბოლო სეზონის წინ გახდა ცნობილი, რომ ახალ ნაწილზე მუშაობას უკვე იწყებდნენ.

Netflix-მა სამშაბათს დილით გამოაქვეყნა პირველი ოფიციალური დეტალები შემდეგი სერიების და ასევე სერიალის მთავარი მსახიობების შესახებ.

ვიკინგების შემდეგი სერიის ფრენჩაიზში არის ვიკინგები: ვალჰალა, რომლის მოქმედებაც მეთერთმეტე საუკუნეში მიმდინარეობს. სერიალის მთავარი პერსონაჟი იქნება ლეიფ ერიქსონი, ისტორიაში ერთ-ერთი პოპულარული ვიკინგი. მის როლს შეასრულებს სემ კორლეტი. ამის შესახებ ინფორმაციას comicbook აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ „ვიკინგები“ — ირლანდიურ-კანადური ისტორიული ჟანრის სერიალი. მისი პრემიერა გაიმართა 2013 წლის 3 მარტს, გადაღებები კი ისევ გრძელდება. სერიალი მოგვითხრობს რაგნარ ლოდბროკის საგის შესახებ, თუ როგორ ესხმიან თავს ჩრდილოეთიდან მოსული დამპყრობლები ინგლისსა და საფრანგეთს, მოგვიანებით მეოთხე სეზონიდან კი რაგნარის შვილების ისტორიას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...