ვალეში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე 4 988 585 ლარი დაიხარჯება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახალციხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ვალეს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას იწყებს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ და კონტრაქტორი კომპნიის შპს „ალგეთი“-ს დირექტორმა, შალვა შალვაშვილმა. ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

ვალეს წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია, ქალაქს წყალი დღის გამნავლობაში მხოლოდ ექვსი საათით მიეწოდება, დიდია წყლის დანაკარგიც.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტერდება წყლის არსებულ ცენტრალურ სათავე ნაგებობას, აშენდება ორი რეზერვუარი, მოეწყობა რვა ჭაბურღილი და მაგისტრალური მილსადენი.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 988 585 ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება 2020 წლის გაზაფხულზე არის დაგეგმილი, რის შემდეგაც 3 700-მდე ადგილობრივს უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად