ვალერი გრიგალაშვილი: “თუ კენჭოშილის მსგავსმა გარეწრებმა ჩემი სამშობლო დააქციეს და ნაწილებად გაყიდეს თურქეთში, მიხეილ სააკაშვილმა, პირიქით, დიდი როლი შეასრულა საქართველოს აღმშენებლობის პროცესში”

ყოფილი პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი სოციალურ ქსელში ყოფილი პატიმრის, ირაკლი კენჭოშვილის გავრცელებულ წერილს პასუხობს. რომელსაც “აიპრესი” უცვლელად გთავაზობთ.

“დამიჭირეს 2005 წლის ოქტომბერში, ცილისწამების, მოგონილი ბრალდების საფუძველზე” წერს ირაკლი კენჭოშვილი და ლანძღავს ყველას ვინც ის ამხილა და მის მიმართ აამოქმედა კანონი ჩადენილი დანაშაულის გამო. ეს თაღლითი განსაკუთრებით ლანძღავს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, თავს უტოლებს მას, და აცხადებს რომ პრეზიდენტიც იგივე პირობებში უნდა იხდიდეს სასჯელს როგორ პირობებშიც თვითონ იმყოფებოდა.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს ეს თაღლითი რისთვის იხდიდა სასჯელს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, ათეული წლების მანძილზე ქართველი ხალხის შრომით შექმნილი დოვლათი, ქარხნები, ფაბრიკები და სხვა მატერიალური ქონება თაღლითობით, ნაცნობობით უნამუსობით და სხვა კრიმინალური ქმედებებით, ხელში ჩაიდგო ადამიანთა მცირე ჯგუფმა, რომლებიც ამ ქონებას ისე მოექცნენ თითქოს მტერს წაართვეს, განადგურეს, დაშალეს და გააპარტახეს ქარხნები, ეროვნული სიმდიდრე გაიტანეს თურქეთში ჯართის სახით.
ირაკლი კენჭოშვილისა და მისი ვითომ ბიზნესპარტნიორების ქმედება აშკარა მაგალითია სახელმწიფო ქონების „პრიხვატიზაციისა“, რა დროსაც სულ მცირე პერიოდში აყვავებული და ათეულ მილიონობით ღირებულების მქონე ქარხანა, როგორ აქციეს ცარიელ კედლებად, დაყიდეს ყველაფერი რისი გაყიდვაც შეიძლებოდა.
საქმის არსი გახლავთ შემდეგში, 1994 წელს, იმ პერიოდის ეკონომიკის მინისტრმა, ყოფილი საკავშირო დანიშნულების #3 მექანიკური ქარხანა,რომელიც მდებარეობდა ნავთლუღის ბაზრის მოპირდაპირე მხარეს,საკმოდ დიდ ტერიტორიაზე, აჩუქა ერთ-ერთ თავის ძმაკაცს, ქარხნის დირექტორი პატარიძე გადაიყვნა სამინისტროში და შეპირდა რომ იმ ქარხნიდან წილი მასაც შეხვდებოდა. ერთ დღეს ქარხანაში მივიდა ირაკლი კენჭოშვილი სამ თანამზრახველთან ერთად, რომელსაც ბიზნესპარტნიორებს ეძახის და მუშა-მოსამსახურეებს განუცხადეს თითქოს მათ იყიდეს ქარხანა, ისინი არიან ქარხნის მეპატრონეები, მათ დაითხოვეს 300-მდე მუშა, დაშალეს ქარხანა და ნაწილ ნაწილ ჯართის სახით გაიტანეს თურქეთში. მხოლოდ ერთ ცეხში არსებული დანადგარი ე, წ. „კოვა ფინიშის“ ჩეხური წარმოების დანადგარები 5 მილიონ ამერიკულ დოლარად იყო შეფასებული და ერიცხებოდა ქარხანას ბალანსზე. ამ დანადგარის კონტაქტები შეიცავდა პლატინას, ოქროს, ვერცხლს. პლატინა რუსეთში გაყიდეს, ფერადი და შავი ლითონი თურქეთში. ამ გარეწრებმა საქართველოს მიაყენეს აუნაზღაურებელი ზიანი. შევარდნაძის პერიოდში, შსს-ს საგამოძიებო დანაყოფმა, რომლის პროცესუალური ხელმძღვანელიც გახლდით,ჩაატარეს გამოძიება,მაგრამ ვინაიდან ამ დამნაშავეთა ჯგუფს ყავდა ძლიერი მფარველები, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების სახით, ვერ მოვახერხეთ მათ მიმართ კანონიერი ღონისძიებების გატარება. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ეს საქმე დაექვემდებარა საფინანსო პოლიციას, საფინანსო პოლიციის საგამოძიებო სამსახურმა ჩადენილი ქმედებისთვის დამნაშავე პირები მისცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. მე საფინანსო პოლიციასთან არანაირი კავშირი არ მქონდა და ამიტომ რასაც ი. კენჭოშვილი წერს რა თქმა უნდა არასწორია, მცდელობაა თავისი თაღლითური ქმედებები გაახვიოს პოლიტიკურ სამოსში და თუ ადრე გაძარცვა ჩვენი სახელმწიფო ახლა შეურაცხყოფა მიაყენოს სახელმწიფო მოხელეებსა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს.
თუ ირკლი კენჭოშვილი სასჯელს იხდიდა სახელმწიფო ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითური გზით მითვისების ფაქტზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც ახალ ქართულ სახელმწიფოს ჩაუყარა საფუძველი სასჯელს იხდის მხოლოდ პოლიტიკური მოტივით. თუ კენჭოშილის მსგავსმა გარეწრებმა ჩემი სამშობლო დააქციეს და ნაწილებად გაყიდეს თურქეთში, მიხეილ სააკაშვილმა, პირიქით, დიდი როლი შეასრულა საქართველოს აღმშენებლობის პროცესში. ირაკლი კენჭოშვილი ჩვეულებრივი თაღლითი იყო, მიხეილ სააკაშვილი კი საქართველოს გამორჩეული პრეზიდენტი, ის ვერ უნდა ბედავდეს სააკაშვილის ისე წარმოჩენას თითქოს მისი თანასწორი იყოს.” – წერს ვალერი გრიგალაშვილი.

 

შეგახსნებთ,

კომენტარები
იტვირთება...