ვალერი გელაშვილი: მორალზე ნუ დაველაპარაკებით ვანო მერაბიშვილს

“მორალზე ნუ დაველაპარაკებით ვანო მერაბიშვილს,“ – ამის შესახებ განცხადება ვალერი გელაშვილმა ვანო მერაბიშვილზე საუბრისას გააკეთა.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი იმ განცხადებების გამოც გააკრიტიკა, რომელიც მან მედიასთან ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ გააკეთა.

“გამოვიდა და კიდევ თავხედური განცხადებები გააკეთა, რომ ამ ხელისუფლებას დაამხობს და ეს უკვე მორიგი დანაშაულია, რაზეც მან პასუხი უნდა აგოს. ყველამ მოისმინა და ამიტომ, პროკურატურამ მიხედოს, ასეთი თავხედური განცხადებები არ უნდა გააკეთოს. იგი დამნაშავეა და ამიტომ, მორალზე ნუ დაველაპარაკებით ვანო მერაბიშვილს. მან საკმაოდ ააწიოკა თავისი ხელისუფლების პირობების ბიზნესი,“ – განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად