ვალენტინა სამპაიო გახდა პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც Sports Illustrated-ის გარეკანზე გამოჩნდა

ისტორიის შექმნა მისთვის უცხო არ არის. 2017 წელს იგი გახდა პირველი ტრანსგენდერი ქალი მოდელი, რომელიც გამოჩნდა Vogue Paris-ის გარეკანზე. ორი წლის შემდეგ, იგი გახდა პირველი ღია ტრანსგენდერი მოდელი, რომელიც Victoria’s Secret-მა აიყვანა სამსახურში.

ახლა, 2020 წელს, 23 წლის ვალენტინა სამპაიო კვლავ აგრძელებს ბარიერების ნგრევას სამოდელო ინდუსტრიაში, ახლა იგი გახდა პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც Sports Illustrated-ის გარეკანზე საცურაო კოსტუმში გამოჩნდა.

Sports Illustrated (SI) სამოდელო ინდუსტრიაში ერთ-ერთი საპატიო ბრენდი გახდა. მისი საცურაო კოსტუმების სერია კი, გასული 56 წლის განმავლობაში, ბრენდის ყველაზე წარმატებული ხაზია. სამპაიო კი შეუერთდა ისეთი ელიტური მოდელების რიგს, როგორიც არის ჰაიდი კლუმი და ტაირა ბენქსი.

სამპაიო, რომელიც ჩრდილოეთ ბრაზილიის სოფლიდან მოდის, თავის პლატფორმას ტრანსგენდერების უფლებების დასაცავად იყენებს. იგი ამბობს, რომ თავისი ქვეყნის სილამაზეს კოსტრატად გასდევს ბრუტალური დანაშაული ტრანსგენდერი თემის წინააღმდეგ. წინა ინტევრიუში, რომელიც მან Vogue-ს მისცა, მან აღნიშნა, რომ 2019 წელს, ბრაზილიაში 129 ტრანსგენდერი ადამიანი მოკლეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად