ვალდებულებები და საჭირო დოკუმენტები – რა უნდა ვიცოდეთ ვიზალიბერალიზაციის წინ

საქართველოს ისუსტიციის სამინისტრომ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანია წამოიწყო.

დღეიდან მოქალაეებს ბიომეტრიული პასპორტის აღებისას გადაეცემათ სპეციალურად დამზადებული საინფორმაციო ბროშურა, როგორც მიგრაციის საქმეთა სამთავრობო კომისიის აღმასრულებელი მდივანი, გიორგი ჯაში „რუსთავი 2“-თან აცხადებს -„ბროშურაში არის დეტალურად აღწერილი ის ვალდებულებები და პირობები, რაც საქართველოს მოქალაქემ აუცილებლად უნდა იცოდეს და უნდა გაითვალისწინოს ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის წინ.“

მისივე თქმით საინფორმაციო ბროშურაში არის ჩამოთვლილი ის დოკუმენტები, რომელიც თან უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს, როდესაც ევორკავშირში მიემგზავრება. 

„არის რამდენიმე დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ დაჟინებით ვურჩევთ, რომ ჩვენს თანამემამულეებს თან ჰქონდეთ, ეს არის ორი გზის წასვლის და დაბრუნების ავიაბილეთები, ეს არის დაზღვევა გათვალისწინებული იმ დღეების რაოდენობაზე რა დღეების განმავლობაშიდაც ეს პიროვნება მიდის, ასევე მნიშვნელოვანია სასტუმროს ჯავშანის ქონა",-აცხადებს გიორგი ჯაში.



ვალდებულებები, პირობები და საჭირო დოკუმენტები – რა უნდა ვიცოდეთ ვიზალიბერალიზაციის წინ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად