ვაკო მარჩილაშვილმა მსოფლიოს მორიგი რეკორდი დაამყარა

19 წლის ქართველმა სტუდენტმა, ვაკო მარჩილაშვილმა მსოფლიო მორიგი რეკორდი დაამყარა.

თავდაყირა ჩამოკიდებულ მდგომარეობაში რუბიკის კუბის აწყობა ზუსტად 13.018 წამში მოახერხა და ჩინელი თინეიჯერის, ქიუ ჯიანიუს (Que Jianyu) შედეგი გააუმჯობესა, რომელიც 15.84 წამს შეადგენდა. ღონისძიების ორგანიზატორი სარეკლამო კომპანია ,,მოზაიკა,, მხარდამჭერი კი – ენერგეტიკული სასმელი ,,მაქს ფაუერი,, იყო. ვაკო
მარჩილაშვილის შედეგი ადგილზე დაადასტურა საქართველოს რეკორდების ფედერაციამ.

ღონისძიება 23 ივნისს, Tbilisi Open Air 2019-ის დასკვნით დღეს გაიმართა. აღსანიშნავია, რომ აქციის ფარგლებში სახალისო-სარეკორდო შეჯიბრები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა Open Air-ის ნებისმიერი სტუმრისთვის უფასო იყო.

აღსანიშნავია, რომ ვაკო მარჩილაშვილმა პირველი რეკორდი გასული წლის ზაფხულში დაამყარა. მაშინ მან წყალქვეშ, სუნთქვის შეკავებით, ზედიზედ 6 კუბის აწყობა მოახერხა და ამერიკელი ენტონი ბრუკსის რეკორდი გააუმჯობესა.

კომენტარები
იტვირთება...