ვაკის რაიონში სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის მიხედვით, სხვადასხვა მისამართზე სახურავების რეაბილიტაცია დასრულდა.

მათ შორის აღნიშნული სამუშაო განხორციელდა ნუცუბიძის III მიკრორაიონის I კვარტლის N13 და N15 კორპუსებში. ორივე პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 25 000 ლარს შეადგენს.

ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე შეხვდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...