ვაკის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს 67 ლიფტის რეაბილიტაცია დააფინანსა

ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს 67 ლიფტის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაფინანსდა,- ამის შესახებ ინფრომაციას ვაკის რაიონის გამგეობა ავრცელებს.

სამუშაოების ფარგლებში, სხვადასხვა მისამართებზე გამოიცვალა ლიფტების კედლები, ჭერი, იატაკი, ასევე გამოიცვალა სარკეები, მოაჯირები, განათება, სავენტილაციო რგოლები, შეკეთდა შახტის და კაბინების კარის ფრთები.

გარდა ამისა, დამონტაჟდა ახალი ბაგირწამყვანი ბორბლები, კაბინებისა და პირწონის მცოცები, გამაგრდა და შეიღება შახტის შემოღობვა, აღდგა უსაფრთხოების სოლები, მოხდა შახტების დასუფთავება და მათი სამანქანოს განათების მოწყობა.

ლიფტების სარეაბილიტაციო სამუშაოები ვაკეში ამ დროისთვის 23 მისამართზე მიმდინარეობს.
 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად