ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე ანტალია-მურატფაშას მერის ოფიციალური მოწვევით, საქმიანი ვიზიტით თურქეთში უძველესი ქალაქი კალეიჩის მერვე საერთაშორისო ფესტივალზე იმყოფებოდა. ფესტივალის ფარგლებში, უძველესი ქალაქების მეგობრობის ფორუმი გაიმართა, სადაც განიხილებოდა უძველესი ქალაქების გამოწვევები და ამ მიმართულებით სხვადასხვა ქალაქის გამოცდილება.

ვიზიტის მსვლელობისას, დავით კვინიკაძეს სამუშაო შეხვედრები მურატფაშას მერთან, ასევე, ანტალიის გუბერნატორთან ჰქონდა, რის შემდეგაც ევროპის სხვა ქალაქებთან ერთად ხელი მოეწერა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მემორანდუმს. ამასთან, ვაკის რაიონის გამგებელი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმს დაესწრო, სადაც ასობით კომპანიასთან ერთად  ქართული წარმოების პროდუქცია იყო წარმოდგენილი.

ვიზიტის ფარგლებში, გამგებელმა და მისმა დელეგაციამ თურქ ხალხს თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მიულოცეს.