ვაკის პარკში გამხმარ ხეებს მოჭრიან

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური ვაკის პარკში სანიტარულ-მოვლით ღონისძიებებს იწყებს. კერძოდ შპს “ბიოაგროს“ მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის დასკვნის საფუძველზე, იჭრება 6 ძირი გამხმარი და ავარიული ხე. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცლებს. 

გარდა ამისა, შეიწამლება პარკის ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეები. მერიის ცნობით, ფიტოსანიტარული მონიტორინგი ვაკის პარკში არსებულ 430 ძირ მწვანე ნარგაობას ჩაუტარდა. შედეგად დადგინდა, რომ ხე-მცენარეებზე გავრცელებულია მავნებელ- დაავადებები, რომლებიც ხეების ნაწილობრივ ან სრულ დაზიანებას და ხმობას იწვევენ. სწორედ მავნე ორგანიზმების შეზღუდვის მიზნით შპს „ბიოაგროს“ რეკომენდაციის საფუძველზე, დღეს 6 ძირი გამხმარი და ავარიული ხის მოჭრა იწყება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად