ვაკის მაჟორიტარულ ოლქში 5 უბნის მონაცემებით ნოდარ ტურძელაძეს 562 ხმა აქვს, ელენე ხოშტარიას – 437

ცენტრალური საარჩევნო კომისია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საუბნო კომისიებისგან მიღებულ ოქმებს აქვეყნებს.

ვაკის მაჟორიტარულ ოლქში ამ დროისთვის დათვლილია 5 უბნის მონაცემები, რაც ამ ოლქის საერთო რაოდენობის 6.17%-ს შეადგენს.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, “ქართული ოცნების” კანდიდატს ნოდარ ტურძელაძეს 562 ხმა აქვს, მეორე ადგილზე იმყოფება ოპოზიციის დიდი ნაწილის საერთო კანდიდატი ელენე ხოშტარია და მას 437 ხმა აქვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად